ზუგდიდში, რამდენიმე ადგილას წარწერა “მადლობა, მიშა!” გაჩნდა

ვარდების რევოლუციიდან მე-18 წლისთავზე ზუგდიდში, რამდენიმე ადგილას – კედელზე, გზაზე და გზისპირა სტენდზე წარწერა “მადლობა, მიშა!” გაჩნდა.
წარწერებია მათ შორის, გუბერნატორის სამხარეო ადმინისტრაციის შენობის წინ, ასევე, მმართველი პარტიის ზუგდიდის ოფისისა და სკვერის წინ, მონუმენტთან “მე მიყვარს ზუგდიდი” და სამხარეო პოლიციისთან.
ფოტოები პარლამენტის წევრმა ანი წითლიძემ გამოაქვეყნა.
შეგახსენებთ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი საქართველოში სექტემბრის ბოლოს ჩამოვიდა, პირველ ოქტომბერს კი დააკავეს და რუსთავის მე-12 დაწესებულებაში გადაიყვანეს, სადაც შიმშილობა გამოაცხადა, სასამართლოსა და მასთან ერთად დაკავებული პირების გათავისუფლების მოთხოვნით.
მისი სურვილის საწინააღმდეგოდ, ის გლადნის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც გონება დაკარგა. საბოლოოდ, პროტესტის 50-ე დღეს მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა მას შემდეგ შეწყვიტა, რაც გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს.