სპორტი

ინგლისის ნაკრებმა საუთგეიტს კონტრაქტი გაუხანგრძლივა

ინგლისის ნაკრების ხელმძღვანელობასა და მთავარ მწვრთნელს შორის მოლაპარაკებები დადებითად დასრულდა.გარეთ საუთგეიტს ბრიტანელებმა კონტრაქტი 2024 წლის ბოლომდე გაუხანგრძლივეს.

დამრიგებელმა ახალ ხელშეკრულებას ხელი უკვე მოაწერა. ინფორმაციას ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის პრესსამსახური ავრცელებს.

საუთგეიტის თაოსნობით ეროვნულმა გუნდმა ისეთ წარმატებებს მიაღწია,რაც ნაკრებს ათეულობით წლების მანძილზე არ ქონიათ.

მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე ინგლისელებმა ნახევარფინალამდე მიაღწიეს.2020 წლის ევროპის ჩემპიონატზე კი ნაკრები ფინალში გავიდა და იტალიელებთან მხოლოდ 11 მეტრიანების სერიით დამარცხდა

მსგავსი პოსტები

Back to top button