მნიშვნელოვანისიახლეები

ლგბტ საკანონმდებლო პაკეტი ისევ პოლიტიკური განხილვის თემაა

“ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტი ისევ პოლიტიკური განხილვის თემაა. ცვლილებები ხვალ ბიუროს სხდომაზე დარეგისტრირდება, თუმცა წინასწარ ცნობილია, რომ ოპოზიციის დიდი ნაწილი ბოიკოტის რეჟიმში რჩება და განხილვებში მონაწილეობას არ აპირებს.

ამბობენ, რომ აღნიშნულ კანონპროექტს მანიპულაციური და საარჩევნო მიზნები აქვს.

“ქართული ოცნების“ მხრიდან ინიცირებული კანონპროექტი რომ კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაშია თავად ის ფაქტი მოწმობს, რომ “ქართულმა ოცნებამ“ ორთვიანი პირობის მიუხედავად კანონში ცვლილებებისა დააინიცირა საკონსტიტუციო ცვლილებები და ახლა, როდესაც საკონსტიტუციო ცვლილებებზე იციან რომ მათ არ ჰყოფნით ხმები, კვლავ დაუბრუნდა ანტიკონსტიტუციურ ქმედებებს კანონით ცვლილებებისა იმის, რაც კონსტიტუციით არის აბსოლუტურად სხვაგვარად საყოველთაო უფლებების კუთხით დაწესებული.

ბუნებრივია, რომ ანტიკონსტიტუციურ კანონთან დაკავშირებით მე განხილვაში მონაწილეობას არ მივიღებ,“ – აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის “რეფორმების ჯგუფი“ წევრი თეონა აქუბარდია.

ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მომზადებული საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტს ხვალ წარედგინება

პოლიტიკური განხილვის თემაა “ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტიც – “ქართული ოცნება“ საკანონმდებლო პაკეტს საზოგადოების დაკვეთით ხსნის. უმრავლესობის დეპუტატები ამბობენ, რომ მიზანი ოჯახური ღირებულებების განმტკიცება და არასრულწლოვანების მავნე გავლენისგან დაცვაა.

“ქვეყანაში საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა წინააღმდეგია ამ ლგბტ პროპაგანდის და ბუნებრივია ჩვენ მათ ნებას აღვასრულებთ. რაც შეეხება ოპოზიციას, ისინი არიან ტყვე თავიანთი პატრონებისა და იმ დამფინანსებლების, დონორების, რომლებიც პირდაპირ ავალებენ, რომ ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონი არ იყოს მიღებული, მაგრამ ჩვენ ყველას სააშკარაოზე გამოვიყვანთ, რომ მათი სახეები ვანახოთ ჩვენს საზოგადოებას თუ ვინ არის მომხრე და ვინ წინააღმდეგი,“ – აცხადებს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი ზარქუა.

მსგავსი პოსტები

Back to top button