LIBE – მ ვიზალიბერალიზაციას მხარი დაუჭირა, თუმცა პროცესი 8 ოქტომბრამდე ვერ დასრულდება

(LIBE) საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების ინიციატივას მხარი დაუჭირა.

44 მომხრე, 5 წინააღმდეგი – კენჭისყრის ასეთი შედეგით დაუჭირა მხარი ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებათა, სამართლისა და საშინაო საქმეთა კომიტეტმა (LIBE) საქართველოს სავიზო ლიბერალიზაციასთან დაკავშირებულ ანგარიშს.

საუბარია ანგარიშზე, რომელიც საქართველოს საკითხზე მომხსენებელმა, ევროპის სახალხო პარტიის წევრმა ევროპარლამენტარმა, მარია გაბრიელმა მოამზადა და რომელიც ერთ-ერთი საკვანძო დოკუმენტია უვიზო მიმოსვლის უფლების მოპოვების პროცესში.

საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, სავიზო ლიბერალიზაციის ჭრილში, ევროკავშირის სტრუქტურებმა კიდევ რამდენიმე აუცილებელი გადაწყვეტილება უნდა მიიღონ.

როგორც ჩვენი პარტნიორი რადიო თავისუფლების კორესპონდენტი იტყობინება ბრიუსელიდან, დიდი ალბათობით, პროცესი ვერ დასრულდება 8 ოქტომბრის არჩევნებამდე.

ევროპარლამენტში უახლოესი სესიები ჩანიშნულია 12-15 სექტემბერს, 3-6 ოქტომბერს და 24-27 ოქტომბერს.

 

 

მსგავსი პოსტები

Back to top button