თბილისში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს
თბილისში, ბაგების ტერიტორიაზე ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს.
არსებული ინფორმაციით, მას ფეხის არეში ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღიდან აქვს მიყენებული. იგი საავადმყოფოშია გადაყვანილი.
შსს-ს პრესსამსახურის ცნობით, გამოძიება 118-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.