მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

უკრაინა-ევროკავშირის სამიტი კიევში 3 თებერვალს გაიმართება

უკრაინა-ევროკავშირის სამიტი კიევში 3 თებერვალს გაიმართება – ამის შესახებ ინფორმაცია პრეზიდენტის ოფისმა, ვოლოდიმირ ზელენსკის და ურსულა ფონ დერ ლაიენის სატელეფონო საუბრის შემდეგ გაავრცელა.

როგორც ცნობილია, მხარეები მოსამზადებელი სამუშაოს გააქტიურებაზე შეთანხმდნენ. სატელეფონო საუბრისას მხარეებმა უკრაინის მიერ ევროკომისიის მიერ გაცემული 7 რეკომენდაციის შესრულების საკითხი განიხილეს.

„ვოლოდიმირ ზელენსკიმ ურსულა ფონ დერ ლაიენს მიაწოდა ინფორმაცია უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით მიცემული ევროკომისიის შვიდი რეკომენდაციის შესრულების შესახებ. ევროკომისიის პრეზიდენტმა აღნიშნა უკრაინის მიერ ამ გზაზე მიღწეული უზარმაზარი პროგრესი. სახელმწიფოს მეთაურმა აღნიშნა უკრაინული მხარის მზადყოფნა, მალე დაასრულოს შესაბამისი სამუშაო იმისთვის, რომ უკვე მიმდინარე წელს დაიწყოს გაწევრიანების მოლაპარაკებები. განიხილეს კიევში მიმდინარე წლის 3 თებერვალს დაგეგმილი უკრაინა-ევროკავშირის მორიგი სამიტის მოსალოდნელი შედეგები და შეთანხმდნენ მოსამზადებელი სამუშაოს გააქტიურებაზე“, – ნათქვამია უკრაინის პრეზიდენტის ოფისის განცხადებაში.

პრეზიდენტის ოფისის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ევროკომისიის პრეზიდენტმა უკრაინის მიერ ამ გზაზე მიღწეული უზარმაზარი პროგრესი აღნიშნა.

ვოლოდიმირ ზელენკიმ კი უკრაინული მხარის მზადყოფნას გაუსვა ხაზი, რათა მალე დაასრულოს შესაბამისი სამუშაო იმისთვის, რომ უკვე მიმდინარე წელს გაწევრიანების წინა მოლაპარაკებები დაიწყოს.

გარდა ამისა, ზელენსკიმ და ფონ დერ ლაიენმა 74 დანგრეული სკოლის აღდგენაზე ისაუბრეს, რომლის დაფინანსებისთვის ევროკავშირმა 100 მილიონი ევრო გამოყო. ისინი შეეხნენ უკრაინის შეიარაღებული ძალების გაძლიერებას შესაბამისი იარაღის მიწოდების გზით, ასევე, მაკროსაფინანსო დახმარებას, რომელიც 18 მილიარდ ევროს შეადგენს.

მსგავსი პოსტები

Back to top button