მნიშვნელოვანისიახლეები

საქართველოში „ომიკრონის“ 951 შემთხვევაა დადასტურებული

"ომიკრონის" შტამი მსოფლიოში დომინანტ შტამად რჩება

ამ დროისთვის საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებულია „ომიკრონის“ 951 შემთხვევა. აღნიშნულ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ექიმების პროგნოზით, საქართველოში კორონავირუსის ახალი ვარიანტი, “ომიკრონი” დომინანტური რამდენიმე დღეში გახდება. იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი მიიჩნევს, რომ სახელმწიფო უფრო უნდა გააქტიურდეს და მოქალაქეები აიძულოს, რომ რეგულაციები აღრსრულდეს.

“ომიკრონი” ძალიან მალე, იანვრის მეორე ნახევრიდან იანვრის ბოლომდე გახდება დომინანტური ვარიანტი. ყველა კვლევა აჩვენებს, რომ ორჯერადად ვაქცინაცია ჰოსპიტალიზაციისგან იცავს ადამიანს 65%-ით, მესამე დოზის დამატება 85%-მდე ზრდის. სახელმწიფომ უნდა გააკეთოს მაქსიმალური აღსრულების მექანიზმები, რაც არსებობს ძალიან კარგი რეგულაციები, მოსთხოვოს მოქალაქეებს, რომ ეს არის მათი გარანტი ჯანმრთელობის და დანარჩენი მოსახლების არგაღარიბების ერთადერთი გზა. თუ ჩვენ ჩავიკეტებით ყევლანი დავზარალდებით”, – ამბობს ბიძინა კულუმბეგოვი.

მოსალოდნელია, რომ “ომიკრონმა” ჩაანაცვლოს დელტა შტამი და უახლოეს თვეებში ის გახდეს დომინანტი მთელ მსოფლიოში – ალექსანდრე გოგინავა
ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა საქართველოში ყოველდღიურად უარესდება. “ომიკრონის” პირობებში ინფექციის გავრცელება, აქამდე არსებულ შტამებთან შედარებით უფრო სწრაფად მიმდინარეობს.

12%-მდეა გაზრდილი დადებითობის მაჩვენებელი.
ჩატარებული კვლევების საფუძველზე ექიმები ამბობენ, რომ ბუსტერ დოზა ახალი მუტირებული შტამის წინააღმდეგ მნიშვნელოვან როლს ასრულებს, ამიტომ სპეციალისტების მოწოდება კვლავ იმუნიზაციის გააქტიურება და სხვა რეკომენდაციების მაქსიმალური დაცვაა.

რესპუბლიკური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის მოადგილის ჯავარა უგრეხელიძის განცხადებით, დადასტურებული შემთხვევები საკმაოდ ბევრია.

ეპიდემილოგების ხმა

აშშ-ში კორონავირუსის „ომიკრონ“ სახეობის სწრაფად გავრცელების გამო, მაქსიმუმს მიაღწია ჰოსპიტალიზაციის დღიურმა მაჩვენებელმა. სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, ორშაბათს კლინიკებში გადაყვანა დასჭირდა 135 500-ზე მეტ ადამიანს. ჰოსპიტალიზაციის წინა პიკი, როცა ერთ დღეში საავადმყოფოებში მოხვდა 132 051 პაციენტი, 2021 წლის იანვარში დაფიქსირდა.

ორშაბათს, აშშ-ში დადასტურებული იყო კორონავირუსით ინფიცირების 1.13 შემთხვევა, რაც მსოფლიოს ქვეყნებს შორის ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია.

მიუხედავად იმისა, რომ პოტენციურად „ომიკრონს“ უფრო მსუბუქი სიმპტომები აქვს, ვიდრე კორონავირუსის „დელტა“ ვარიანტს, ჯანდაცვის სისტემის წარმომადგენლებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ „ომიკრონის“ სწრაფად გავრცელება საავადმყოფოების გადატვირთვას გამოიწვევდა. ზოგიერთმა ჰოსპიტალმა ინფიცირებული პაციენტების სიმრავლის და პერსონალის ნაკლებობის გამო, დროებით შეაჩერა გეგმური სამედიცინო პროცედურები.

Pfizer-ის აღმასრულებელი დირექტორი, ალბერტ ბურლა ამბობს, რომ ვაქცინა, რომელიც კორონავირუსის “ომიკრონის” ვარიანტის წინააღმდეგ იმოქმედებს, მარტში მზად იქნება.

მისი თქმით, გარკვეული დოზების წარმოება უკვე დაწყებული აქვთ
ბურლამ აღნიშნა, რომ ვაქცინა ასევე ეფექტური იქნება ვირუსის სხვა ვარიანტების მიმართ, რომლებიც ახლა ცირკულირებენ.

მისი თქმით, ჯერ დაზუსტებული არაა როგორ გამოიყენებენ ამ ვაქცინის დოზებს, თუმცა Pfizer-ს ექნება, რადგან ზოგიერთ ქვეყანას სურს, რომ ის რაც შეიძლება მალე მომზადდეს.

ცნობისთვის, ამჟამად “ომიკრონის” შტამი მსოფლიოში დომინანტ შტამად რჩება. ის მსუბუქად მიმდინარეობს, თუმცა ყველა სხვა ვარიანტთან შედარებით სწრაფად ვრცელდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button