სპორტ-ნიუსისპორტი

ფათიჰ თერიმმა გალათასარაი დატოვა

თურქული საფეხბურთო კლუბის მთავარმა მწვრთნელმა ფათიჰ თერიმმა გალათასარაისთან კონტრაქტი გაწყვიტა.

ინფორმაცია კლუბის ადმინისტრაციამ უკვე დაადასტურა.

ხელშეკრულების გაწყვეტა მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე მოხდა და გუნდის ხელმძღვანელობამ 68 წლის უკვე ყოფილ თავკაცს მადლობა გადაუხადა

თერიმმა გალათასარაის დამრიგებლად 4-ჯერ იმუშავა.ბოლოს კი გუნდი 2017 წლიდან ჩაიბარა. ამ ხნის განმავლობაში კლუბი ქვეყნის ჩემპიონი 8-ჯერ გახდა და არაერთხელ დაეუფლა თურქეთის თასს

ასევე,თურქეთის ეროვნული ნაკრების მწვრთნელად თერიიმმა სამგზის იმუშავა და წარმატებულადაც.

რაც შეეხება ახლანდელ მდგომარეობას,გალათასარაი ძველ ფორმას კარგავს და სატურნირო ცხრილის მე-12 საფეხურს იკავებს

თურქული მედიის ცნობით,მწვრთნელობის ახალ კანდიდატთა შორის ფავორიტი გერმანელი როჯერ შმიდტია.ის ახლა პსვ ეინდჰოვენს წვრთნის.

მსგავსი პოსტები

Back to top button