მნიშვნელოვანიმსოფლიოსაქართველოსიახლეები

საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ჩართულობით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე – 26 მაისი, მსოფლიოს მასშტაბით, სხვადასხვა სახის ღონისძიებებით აღინიშნება.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საქართველოს დროშის ფერებში განათდა ვილნიუსის ცენტრში მდებარე ორი ისტორიული ხიდი და კაუნასის მერიის ისტორიული შენობა “რატუშე”.

26 მაისს ვილნიუსის მთავარ საკათედრო მოედანზე 16:00 საათზე გაიშლება საქართველოს გიგანტური დროშა და 16:10 წუთზე, საქართველოს დროით, – 17:10 შესრულდება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო, Twitter-ის მეშვეობით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

“ჩვენი გულწრფელი მილოცვა საქართველოს მეგობრულ ხალხს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით! მშვიდობის, კეთილდღეობისა და წარმატების საუკეთესო სურვილებით.” – აღნიშნულია განცხადებაში.

აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

ოფიციალური განცხადება აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო უწყებამ Twitter-ზე განათავსა.

“საუკეთესო სურვილები და გულწრფელი მილოცვა მეგობრულ საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით. საქართველოს მეგობრულ ხალხს ძლიერ ჯანმრთელობას, წარმატებებსა და მარადიულ კეთილდღეობას ვუსურვებთ.” – ნათქვამია აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ Twitter გვერდზე.

დღეს 26 მაისია – საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. მსოფლიოს სახელმწიფოები საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button