მნიშვნელოვანიმსოფლიოსაქართველოსიახლეები

COVID-19 – სტატისტიკა მსოფლიოში

კორონავირუსის მაჩვენებლმა მსოფლიოში 5 მილიონ ნახევარს გადააჭარბა. პანდემიის ცენტრი ისევ შეერთებული შტატებია, სადაც დაღუპულთა რიცხვი 100 ათასს უახლოვდება.

კოვიდინფიცირებულების რაოდენობით, მეორე ადგილზეა ბრაზილია. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ინფექცია 13 ათასზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა და 806 დაიღუპა.

ისლანდიაში კი, უკვე შესაძლებელია 200-მდე ადამიანის შეკრება. ქვეყანაში იხსნება ღამის კლუბები და სპორტული დარბაზები.

ამის ფონზე, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, COVID-19-ის სამკურნალოდ მალარიის საწინააღმდეგო პრეპარატის, პლაქვენილის ტესტირება შეწყდა.

ისევ რთული ვითარება საქართველოს მეზობელ ქვეყნებში. მონაცემები ყოველდღიურად მატულობს რუსეთსა და თურქეთში. რუსეთში ბოლო 24 საათში 174 ადამიანი დაიღუპა. სომხეთში კი, გარდაცვლილთა რაოდენობამ 91-ს მიაღწია. აზერბაიჯანში ლეტალური შემთხვევების რიცხვი 51-მდე გაიზარდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button