მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

ლიეტუვას საელჩოს განცხადება

ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებას ეხმაურება ლიეტუვას საელჩო საქართველოში. საელჩო Twitter-ზე წერს, რომ ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა იმოქმედოს დამნაშავეთა წინააღმდეგ.

“საქართველოში ჟურნალისტებზე ძალადობა შოკისმომგვრელი და მიუღებელია. ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა იმოქმედოს დამნაშავეთა წინააღმდეგ და დაუშვას დამოუკიდებელი გამოძიება ალექსანდრე ლაშქარავას ტრაგიკული სიკვდილის გამოსაკვლევად. ნებისმიერი სხვა კურსი შეუთავსებელია საქართველოს დემოკრატიულ ღირებულებებთან”, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

საელჩო ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ ლაშქარავას გარდაცვალების გამოსაკვლევად დამოუკიდებელი ექსპერტი დაუშვან.

მსგავსი პოსტები

Back to top button