ლიკა კიკიანი დაზარალებულად ცნეს [Audio]
პროკურატურამ ლიკა კიკიანი ოფიციალურად ცნო დაზარალებულად.
შესაბამის დადგენილებას კიკიანის ადვოკატი დღეს ჩაიბარებს.
კლუბ „ვიტამინის“ თანამშრომელი ლიკა კიკიანი სამართალდამცველებს ცემაში ადანაშაულებს. ინციდენტი შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ შეისწავლა. უწყების ინფორმაციით, სამართალდამცველთა მხრიდან კიკიანზე ფიზიკური ძალადობის ფაქტი არ დაფიქსირდა. მოგვიანებით, საქმეზე ძიება, კიკიანის მიმართვის საფუძველზე მთავარმა პროკურატურამ დაიწყო.
მოუსმინეთ ლიკა კიკიანის და მისი ადვოკატის ლევან ვეფხვაძის ხმას