სტიქია თელავში
თელავში ძლიერმა ქარიშხალმა 5 სართულიან კორპუსს სახურავი გადახადა.
როგორც დაზარალებულებმა რადიო “ჰერეთს” განუცხადეს, ქარი და სეტყვა დაახლოებით 15 წუთი გაგრძელდა.
მე-5 სართულზე მაცხოვრებელებს წვიმამ და ქარმა საცხოვრებელი ფართის კედლებიც დაუზიანა.
როგორც გუბერნატორმა ირაკლი შიოლაშვილმა განაცხადა, დღესვე მოხდება ადგილობრივი ბიუჯეტიდან შესაბამისი თანხის გამოყოფა და კორპუსის გადახურვის სამუშაოები დაიწყება.
სტიქიამ სოფელ ვარდისუბანში ვენახებიც დააზიანა.