უეფამ “გაბალას” ანტიქართული ბანერების გამოფენა არ შეარჩინა
უეფას გადაწყვეტილებით, “გაბალა” ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე საშინაო მატჩს მშობლიური ქალაქის ნაცვლად, ბაქოში გამართავს.
ამის მიზეზი, თბილისის “დინამოსთან” შეხვედრის დროს (2:0), აზერბაიჯანელი ფანების პროვოკაციული მოქმედებაა. შეგახსენებთ, რომ მასპინძელი გუნდის ფანებმა საქართველოს დროშა დაწვეს და პოლიტიკური შინაარსის პროვოკაციული ბანერები გამოფინეს.
“ეს, თბილისში მომხდარ ინციდენტზე, აზერბაიჯანელი ფანების საპასუხო მოქცევა იყო“, – წერს “აზერიფუტბოლი”.
მაგრამ “დინამოს” ხელმძღვანელობამ “გაბალისას” აჯობა, ის პროფესიონალურად მოიქცა და უეფაში მაშინვე იჩივლა. ამით ქართველებმა აზერბაიჯანული კლუბის დაჯარიმებას მიაღწიეს.