ლილი-როუზ დეპი – Chanel-ის ახალი სახე [Video/Photo]
ლილი-როუზ მელოდი დეპი, ვანესა პარადისა და ჯონი დეპის ქალიშვილი, Chanel-ის ახალ სახედ იქცა.
ახალგაზრდა გოგონას შარშანდელ გამოჩენას, ვანესა პარადისთან ერთად, ნიუ იორკში, Chanel-ის ჩვენებაზე, ჟურნალისტებმა ფეშენ-დებიუტი უწოდეს. ახლა ლილი-როუზ დეპი მხოლოდ 16 წლისაა და უკვე Chanel-ის ახალი სახეა. ახალგაზრდა გოგონას სილამაზით, თვით ლეგენდარული დიზაინერი -კარლ ლაგერფელდიც მოიხიბლა.
„ლილი-როუზი არაჩვეულებრივია, ახალი თაობის ქალიშვილია, რომელსაც ვარსკვლავის ყველა თვისება ახასიათებს“, – განაცხადა დიზაინერმა და ბრენდის კრეატიულმა დირექტორმა.
პირველი სარეკლამო კამპანია, რომელშიც ახალგაზრდა მოდელი მონაწილეობას მიიღებს, სათვალის – შემოდგომა-ზამთრის 2015-2016 წლის კოლექციაა. აქ ფოტოგრაფის როლში, ლაგერფელდი თვითონ მოგვევლინა. მისი გადაღებული ფოტოები მოდური ჟურნალების ფურცლებზე სექტემბერში გამოჩნდება.
აღსანიშნავია, რომ შანელის სახე ვანესა პარადიც იყო. ის, 1990 წელს, Coco-ს არომატების რეკლამებში მონაწილეობდა და ამ ბრენდთან დღემდე თანამშრომლობს.
[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”13089″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]