ლინდსი ლოჰანმა თითის ნაწილი დაკარგა

ცნობილმა ამერიკელმა მსახიობმა, ლინდსი ლოჰანმა თურქეთში დასვენების დროს უსახელო თითის ნახევარი დაკარგა.

ახალგაზრდა ქალმა ღუზის ამოღება დამოუკიდებლად სცადა, თუმცა არაფერი გამოუვიდა, წყალში გადავარდა და ღუზის ჯაჭვში გაიხლართა.

ინციდენტის შედეგად, მსახიობმა უსახელო თითის ფალანგი დაკარგა, რომელიც მოგვიანებით გემბანზე იპოვეს. ლოჰანი სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ექიმებმა თითი აღუდგინეს.

ლოჰანმა შემთხვევა საკუთარ Instagram-ზე აღწერა და მოკლე ვიდეორგოლი გამოაქვეყნა.

შეგახსენებთ, რომ 30 წლის ლინდსი ლოჰანმა კინოკარიერა 3 წლის ასაკში დაიწყო. 1998 წელს ლოჰანი გადაიღეს Disney-ს ფილმში„მშობლების მახე“. ამის შემდეგ ის კიდევ ორ ნაკლებად პოპულარულ ფილმში მონაწილეობდა. 2002 წელს იგი ფილმ „გიჟურ პარასკევში“ გადაიღეს, რომელმაც ლინდსის დიდი წარმატება მოუტანა, მაგრამ ყველაზე დიდი პოპულარობა მას 2004 წლის ფილმმა „ცუდი გოგოები“ მოუხვეჭა. ამ სურათმა ლინდსის რამდენიმე ჯილდო მიაღებინა, მათ შორის MTV Movie Awards დაTeen Choice Awards, თუმცა ამ ფაქტს პაპარაცებისა და ტაბლოიდების დიდი ყურადღება მოჰყვა და ლოჰანი მათ მთავარ სამიზნედ იქცა.

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”43098″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]

მსგავსი პოსტები

Back to top button