ინდოეთში მტრედი დააპატიმრეს
ინდოეთში სამართალდამცველებმა მტრედი დააპატიმრეს, რომელსაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ნარენდა მოდის მისამართით დაწერილი მუქარის შემცველი ბარათი მიჰქონდა.
პოლიციის ინფორმაციით, ფრინველი პაკისტანის საზღვართან აღმოაჩინეს, – იუწყება Sky News.
მტრედი პენჯაბის შტატში დაიჭირეს, სადაც იანვარში ტერორისტები ინდოეთის სამხედრო ბაზას თავს დაესხნენ.
პოლიცია ამტკიცებს, რომ მტრედს მიმაგრებული ჰქონდა ბარათი, რომელშიც ეწერა:
“ჩვენ უკვე ის ადამიანები აღარ ვართ, 1971 წელს რომ ვიყავით. ახლა ინდოეთთან საომრად ნებისმიერი ბავშვი მზადაა”.
სვარაუდოდ, გზავნილის ავტორები ისლამური დაჯგუფება “ლაშკარ-ი-ტაიბას” წევრები არიან.
აღსანიშნავია, რომ ბოლო დღეებში ჯამუსა და ქაშმირის სადავო რეგიონების გამო ურთიერთობა ინდოეთსა და პაკისტანს შორის მკვეთრად გაუარესდა.