წალკაში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ტბეთში მეზობლებს შორის შელაპარაკება მსხვერპლით დასრულდა.
32 წლის მამაკაცი დანით საკუთარ სახლში მოკლეს. ცხედარს სხეულზე 20-მდე ჭრილობა აღენიშნება.
ადგილობრივების ინფორმაციით, მამაკაცის მკვლელობაში ორი ადამიანი მონაწილეობდა.
მომხდარის შემდეგ, მეზობლებმა მკვლელობაში ერთ-ერთი ბრალდებულის სახლს ბენზინი გადაასხა და გადაწვა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ინფორმაციით, დანაშაულში ეჭვმიტანილი ორივე პირი დაკავებულია, რომელთა წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით აღიძრა.