ლიტვის მთავრობა მოსკოვს ბოიკოტს უცხადებს
ლიტვის სოლიდარობა უკრაინას, რუსეთს კი ბოიკოტი
უკრაინაში კრემლის პოლიტიკით უკმაყოფილო ლიტვა არ დაესწრება წითელ მოედანზე დაგეგმილ ღონისძიებას, რომელიც მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 70 წლისთავს მიეძღვნება.
8 მაისს, რუსეთში ლიტვის ელჩი მხოლოდ გვირგვინით შეამკობს და პატივს მიაგებს უცნობი ჯარისკაცის საფლავს, მაგრამ 9 მაისს სამხედრო აღლუმზე არ გამოცხადდება.