“თავისუფალი დრო” 1 მაისიდან ჰერეთზე

ჰერეთის მსმენელს მაისიდან “თავისუფალი დრო” ელოდება რადიომიმღებებთან.
1 მაისიდან, ჰერეთის ყველაზე რეიტინგული გადაცემა საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თოქ-შოუ “თავისუფალი დრო”განაახლებს მუშაობას.

პარასკევობით, 18 საათიდან, ჟურნალისტი მარინა გოგოლაძე კახეთის რეგიონში ყველაზე მწვავე პოლიტიკურ,სოციალურ, საზოგადოებრივ თემებს გააშუქებს.

თოქ-შოუ კახეთის თვითმმართველობებში და მუნიციპალიტეტებში არსებულ პრობლემებს აქტიურად გააშუქებს რადიო ჰერეთის კორესპონდენტებთან და “რადიობლოგერებთან” ერთად.

პირდაპირი ჩართვები, ინტერაქტიული გამოკითხვები და დებატები.

პირდაპირ ეთერში იმუშავებს ცხელი ხაზიც.

შემოგვიერთდით “თავისუფალი დრო”-ს Facebook გვერდზეც და მოგვწერეთ თქვენი მოსაზრებები. 

თოქ-შოუ მზადდება ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის და შვედეთის განვითარების სააგენტო SIDA-ს ფინანსური მხარდაჭერით.

მოუსმინეთ პრომოს

მსგავსი პოსტები

Back to top button