მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

ლომჯარია ხელისუფლებას ღირსების მარშის მონაწილეთა უსაფრთხოების დაცვისკენ მოუწოდებს

სახალხო დამცველი თბილისში 5 ივლისს დაგეგმილ ღირსების მარშს კიდევ ერთხელ ეხმაურება. ნინო ლომჯარია ხელისუფლებას მოუწოდებს დაიცვას ღირსების მარშის მონაწილეთა უსაფრთხოება და გამოხატვის თავისუფლება.

„წლებია გამოხატვისა და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებებით სარგებლობის მცდელობა ლგბტ+ თემის წევრებს და მათ მხარდამჭერებს სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველ გარემოში უწევთ. ამის ფონზე, სახელმწიფო, ლგბტ+ თემის წევრების უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე პასუხისმგებლობის აღების ნაცვლად, არასაკმარისი ღონისძიებებით და ზოგადი საჯარო განცხადებებით შემოიფარგლება. ჰომო/ტრანსფობიურად განწყობილი ადამიანების მიერ ჩადენილ სამართალდარღვევებსა და სავარაუდო დანაშაულებზე რეაგირება კი, უმეტეს შემთხვევაში, ფრაგმენტული და არაეფექტიანია“, – წერია სახალხო დამცველის განცხადებაში.

განცხადება ნინო ლომჯარიამ დღეს,1 ივლისს გამოაქვეყნა.

მსგავსი პოსტები

Back to top button