საქართველოსიახლეები
ლონდონიდან საქართველოს 180 მოქალაქე დაბრუნდა

გვიან ღამით სპეცრეისით ლონდონიდან საქართველოს მოქალაქეები დაბრუნდნენ. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ლონდონი-ბათუმის რეისით 180 მგზავრი ჩამოვიდა. მათ აეროპორტში სპეციალური აღჭურვილობით ექიმები დახვდნენ. ადგილზე შემოწმების შემდეგ კი საკარანტინო ზონებში გადაიყვანეს.
რეისი კომპანია “ჯორჯიან ეარვეისმა” განახორციელა.