მნიშვნელოვანისიახლეები

ლოპოტას ხეობაში ჰესის მშენებლობისათვის მოსამზადებელი სამუშაოების დაწყება სცადეს

ლოპოტას ხეობაში ჰესის მშენებლობისათვის მოსამზადებელი სამუშაოების დაწყება სცადეს.
ქართულ-იტალიური კომპანია „ართანა ლოპოტას “ წარმომადგენლებმა, მცირე რაოდენობის ტექნიკა და სამშენებლო მასალა ხეობაში დღეს შეიტანეს, თუმცა ადგილობრივებმა, მათ სამუშაოს შესრულების შესაძლებლობა არ მისცეს.

დაახლოებით, ნახევარსაათიანი კამათის შემდეგ, კომპანიამ ხეობა დატოვა.
ლოპოტას ხეობაში, მცირე ჰესის მშენებლობის ნებართვის მისაღებად, კომპანიამ მუშაობა 2016 წლიდან დაიწყო.

3 წლის განმავლობაში კომპანიამ 1 მლნ დოლარის ფინანსური რესურსით, გარკვეული სახის კვლევები ჩაატარა და 2019 წელს „ლოპოტაჰესის“ პროექტის განხორციელების ნებართვა მიიღო.

ურეზერვუარო, მცირე ჰესის მშენებლობაზე 2020 წლის ოქტომბრამდე კომპანიას ჯამში 10 მლნ დოლარის ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა, შედეგად კი წლიურად 25 მლნ კვტ.სთ. ელექტროენერგია მიეღო.

ჰესის მშენებლობას ხეობაში, ადგილობრივი მოსახლეობა აქტიურად ეწინააღმდეგება და სოფელ ლაფანყურთან, სადღეღამისო მორიგეობის პუნქტი აქვს მოწყობილი.

სამშენებლო სამუშაოები ხეობაში ,2019 წლიდანაა შეჩერებული.

მსგავსი პოსტები

Back to top button