კრიმინალიმნიშვნელოვანიმსოფლიორეგიონისაქართველოსიახლეები

“ლოტუ გული” და “კანონიერი ქურდების” ომი

ნადირ სალიფოვი

ანტალიაში აზერბაიჯანის მთავარი კრიმინალური ავტორიტეტი ნადირ სალიფოვი მოკლეს. “კანონიერ ქურდ” ნადირ სალიფოვს სასტუმროს ნომერში მასთან ერთად მყოფმა მამაკაცმა უკნიდან, პისტოლეტიდან კეფაში ესროლა. მძიმე მდგომარეობაში მყოფი სალიფოვი ჰოსპიტალში გადაიყვანეს, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ელშან მამედოვის მკვლელობის ადგილას

მამაკაცი, რომელმაც მას ესროლა, შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, თუმცა მალე, ქალაქ დენიზლისკენ მიმავალ მაგისტრალზე დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ის კრიმინალური სამყაროს წარმომადგენელი, ნადირ სალიფოვის უახლოესი გარემოცვის წევრი ხან ახმედლინსკია.

რაც შეეხება გარდაცვლილს, ის წარმოშობით დმანისელი გახლდათ და საქართველოს მოქალაქეობასაც ფლობდა. 47 წლის სალიფოვს კრიმინალურ სამყაროში „ლოტუ გულის“ მეტსახელით იცნობდნენ.

ნადირ სალიფოვი

მრავალწლიანი პატიმრობის შემდეგ, მან აზერბაიჯანის ციხე 2018 წელს დატოვა. პირველი, რაც გააკეთა, ბაქოში დასაფლავებული მისი მარჯკვენა ხელის, ელშან მამედოვის საფლავი მოინახულა და როგორც აზერბაიჯანული პრესა წერდა, პირობა დადო, რომ მამედოვის მკვლელებზე შურს იძიებდა. ამის შემდეგ სალიფოვი თურქეთში დასახლდა და ნომერ პირველ „კანონიერ ქურდობაზე“ გამოცხადა პრეტენზია.

ჰუსეინ ისკანდეროვი, ემინ ახმედოვი

ელშან მამედოვი 2017 წლის 12 სექტემბერს ორთაჭალაში, რესტორან „მასპინძელოსთან“ მოკლეს. აღნიშნული დანაშაულისთვის ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს რუსეთის ფედერაციის ორ მოქალაქეს, – 42 წლის ჰუსეინ ისკანდეროვს და 38 წლის ემინ ახმედოვს. ორივე მათგანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა და ოფიციალური ძებნა გამოცხადდა. ისინი მოგვიანებით, სანკტ-პეტერბურგში, სასამართლოს შენობასთან სხვა მკვლელობის მომზადების ფაქტზე დააპატიმრეს.

როვშან ჯანიევი

ორივე ბრალდებული, – ჰუსეინ ისკანდეროვი და ემინ ახმედოვი, ნადირ სალიფოვთან დაპირისპირებულ ჯგუფს წარმოადგენდნენ და გავრცელებული ინფორმაციით, მამედოვის მკვლელობით, მათ შური იძიეს ასევე ცნობილი „კანონიერი ქურდის“, როვშან ჯანიევის (ლენკორანსკი) მკვლელობის გამო.

როგორც ცნობილია, ჯანიევი 2016 წლის სექტემბერში სტამბოლში მოკლეს. მკვლელობის შემკვეთად, იმ დროისთვის აზერბაიჯანის ციხეში მყოფი ნადირ სალიფოვი, უშუალო შემსრულებლად კი, სწორედ ელშან მამედოვი სახელდებოდა.

რაც შეეხება აბანოთუბანში მამედოვის ჩაცხრილვას, დადასტურებული ინფორმაციით, 2017 წლის 12 სექტემბერს, მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე, ის რესტორანში ნადირ სალიფოვის უახლოეს გარემოცვასთან, მათ შორის, ილჰამ გაჯიევთან ერთად იმყოფებოდა.

მოულოდნელად, მან ყავის დალევა შეწყვიტა, რესტორნიდან გავიდა და „ტოიოტა ლენდ კრუიზერის“ მარკის ავტომობილში (სანომრე ნიშნებით GO-360-OO) ჩაჯდა, რა დროსაც გასროლის ხმა გაისმა.

მამედოვს სამი ტყვია თავის არეში ესროლეს, რის შედეგადაც რამდენიმე წუთში გარდაიცვალა.

მსგავსი პოსტები

Back to top button