სპორტ-ნიუსისპორტი
ლუის ჰამილტონს რაინდის წოდება მიენიჭა

აბუ_დაბის ვიცე- ჩემპიონი ლუის ჰამილტონი ბრიტანეთის სამეფო კარმა რაინდის წოდებით დააჯილდოვა.
ვერცხლის მედლის მფლობელი ფორმულა 1- ის ავტომრბოლელი სამშობლოში დაბრუნების შემდეგ უინძორის სასახლეში დაპატიჟეს და ინგლისურ სპორტში შეტანილი წვლილის გამო რაინდის წოდება უბოძეს.
სერ ლუის ჰამილტონი მეოთხე ავტომრბელია,რომელიც ინგლისში ამ ტიტულის მფლობელი გახდა.ამ დრომდე რაინდები გახდნენ: სტერლინგ მოსი, ჯექ აბრაამი და ჯეკ სტიუარტი.
შეგახსენებთ, რომ აბუ-დაბის გრან- პრიზე მხოლოდ და მხოლოდ ბოლო რბოლის 58-ე წრეზე არ არ გაუმართლა 36 წლის ბრიტანელს და მაქს ფერსტაპენთან დამარცხდა.