ლუქსემბურგის პრემიერმა მისივე სქესის წარმომადგენელზე იქორწინა [Video]
ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრი ქსავიე ბეტელი ევროკავშირის რიგით პირველი და მსოფლიოში მეორე ლიდერია, რომელიც მისივე სქესის წარმომადგენელზე დაქორწინდა.
42 წლის ბეტელის რჩეული, 36 წლის ბელგიელი არქიტექტორი გოტიე დესტნეა.
ქორწინების დახურული ცერემონია ლუქსემბურგის რატუშაში შედგა. ქორწინებას, ბელგიის და ესტონეთის პრემიერ-მინისტრები ესწრებოდნენ.
შაბათ-კვირას, წყვილი 500–კაციანი ქორწილის გადახდას აპირებს.