“ნაციონალურმა მოძრაობამ” სტიქიის შემსწავლელი კომისია შექმნა
“ნაციონალური მოძრაობა” კახეთში სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს დამოუკიდებლად დაითვლის – ამის შესახებ რადიო “ჰერეთის” კორესპონდენტს სოფო სარალიძეს, “ნაც. მოძრაობის” ლაგოდეხის ორგანიზაციის თავმჯდომარე გურამ კაკალაშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, “უკვე შეიქმნა კომისია, რომელიც ლაგოდეხსა და ახმეტაში იმუშავებს და დაზარალებულ ოჯახებს აღწერს, შედეგებს კი ხელისუფლებას წარუდგენს”.
კაკალაშვილის თქმით, უცნობია რა სახის დახმარებას მიიღებენ ის ოჯახები, რომლებსაც საბანკო ვალდებულებები აქვთ.