მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

“მ.კ.-ზე დევნის დაწყების საფუძველი არ არსებობს”

მოზარდების მკვლელობის საქმე – ეს იყო ის ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომლის ირგვლივაც შს მინისტრთან კითხვები თანაბრად ჰქონდათ როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ასევე, საპარლამენტო ოპოზიციის წევრებს.

საკანონმდებლო ორგანოში, სადაც შს მინისტრის დეპუტატების კითხვებს პასუხობს, უმრავლესობის წევრებმა გიორგი გახარიას ჰკითხეს, რატომ არ იქნა ამ დრომდე ნაპოვნი დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებული პირი. დიმიტრი ცქიტიშვილის კითხვა, ამ საკითხზე შექმნილი საგამოძიებო კომისიის რეკომენდაციებს ეხებოდა. მათ მინისტრს ჰკითხეს მიხეილ კალანდიაზე, რომელიც დაკავების რეკომენდაცია საგამოძიებო კომისიამ გასცა.

საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ირაკლი აბესაძემ გიორგი გახარიას ბიძინა ივანიშვილის სიტყვები შეახსენა, რომელიც პარტიის თავმჯდომარემ არჩევნების პირველი ტურის წინ თქვა. აბესაძემ ჰკითხა გახარიას, ეთანხმებოდა თუ არა ისიც პარტიის ლიდერს.

მოზარდების მკვლელობის საქმეზე და კონკრეტულად დავით სარალიძის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით, მინისტრთან მწვავე კითხვა ჰქონდა „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატს თინა ბოკუჩავას. მან მინისტრს ჰკითხა, რატომ არ ისჯება სარალიძის მკვლელი და ის მაღალჩინოსნები, რომელებიც მკვლელს ხელს აფარებენ.

მოისმინეთ საპარლამენტო უმრავლესობის წევრ დიმიტრი ცქიტიშვილის, “ევროპული საქართველოდან” ირაკლი აბესაძის, “ნაციონალური მოძრაობიდან” თინა ბოკუჩავას და შს მინისტრ გიორგი გახარიას ხმები.

მსგავსი პოსტები

Back to top button