მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

მაჩალიკაშვილი: ეს დაკავებები ხმების სანაცვლოდ სჭირდებათ

პანკისის ხეობის სოფლებში, ქორეთსა და დუისში გამთენიისას ჩატარებულ სპეცოპერაციას, ადგილობრივები მოახლოებულ თვითმმართველობის არჩევნებს უკავშირებენ.

2017 წელს პანკისის სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილი, თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი, რადიო ჰერეთთან ამბობს, რომ ხელისუფლებას ეს დაკავებები, არჩევნებზე, ხმების სანაცვლოდ ვაჭრობისათვის სჭირდება .

“ამ წუთებშიც აქ ვარ, თუმცა ოფიციალური ინფორმაცია ვერ მივიღე, რას ედავებიან დაკავებულებს. მაჩალიკაშვილის თანახმად, 4 დაკავებული 18-დან 20 წლამდეა, ერთი კი 50 წლის იქნება. რაც გავარკვიე, ის არის, რომ ჩხრეკის შედეგად მათი სახლებიდან რაიმე კანონსაწინააღმდეგო არაფერია ამოღებული. რაღაც სატელეფონო საუბრები აქვთო, ეგ არის. ეს ახლა წინასაარჩევნოდ სჭირდებათ, სავაჭროდ. ყველ არჩევნების წინ, ასე იქცევიან. ახლა დაკავებულების ოჯახებს მოსთხოვენ, რომ მხარი დაუჭირონ და კიდევ სხვა მხარდამჭერები მონახონ. “- აცხადებს მაჩალიკაშვილი.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ადასტურებენ, რომ კახეთის რეგიონში, ტერორისტული ორგანიზაციის წევრობის ბრალდებით, 5 პირია დაკავებული.

“ამჟამად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. გამოძიება 327- მუხლით მიმდინარეობს. დამატებით ინფორმაციას უწყება მოგვიანებით გაავრცელებს”- განაცხადეს უწყებაში.

შეგახსენებთ, სოფლებში დუისსა და ქორეთში, ხუთი პირის დაკავება, დილის 6 საათისათვის განხორციელდა.

ტერორიზმის ბრალდებით პანკისში ახალგაზრდები დააკავეს

მსგავსი პოსტები

Back to top button