მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

“მადლობა ღმერთს საქართველო რუსეთსა და ბელარუსთან ნორმალურ ურთიერთობებს აყალიბებს და ეკონომიკაც უმჯობესდება,,-ლუკაშენკო

ბელარუსის ავტორიტარი ლიდერი ალიაქსანდრ ლუკაშეკა კმაყოფილია საქართველოს რუსეთთან და ბელარუსთან „ნორმალური ურთიერთობებით“. ამის შესახებ მან 26 თებერვალს თქვა სომხეთის განცხადების პასუხად, გაყინოს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (რუსული აბრევიატურა – ОДКБ) წევრობა.
ამასთან ლუკაშენკომ სომხეთის კოლექტიური უსაფრთხოების ხელშკრულების ორგანიზაციაში წევრობასა და ერევნის საფრანგეთთან ურთიერთობებზე ისაუბრა.
ბელარუსის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ სომხეთს საფრანგეთის დახმარების იმედი არ უნდა ჰქონდეს და ერევანში პოლიტიკოსები უნდა გამოფხიზლდნენ, რომ არ დაკარგონ ის, რაც აქვთ. მაგალითად ლუკაშენკომ საქართველო დაასახელა.

„მადლობა ღმერთს, საქართველო ნორმალურ ურთიერთობებს ამყარებს, უპირველეს ყოვლისა, რუსეთან, ჩვენთან ეკონომიკა იზრდება. მოსინჯეს მარტივი პური დასავლეთში. ამერიკელებმა საქართველო უკვე დაივიწყეს. როგორც კი ქართველები გაინძრნენ იმ კუთხით, რომ მათი ქვეყანა დამოუკიდებელი და სუვერენულია, დასავლეთმა მათზე ზეწოლა დაიწყო, მათ შორის და უპირველესად – აშშ-მა. ამგვარად, საჭიროა შესაბამისი დასკვნის გაკეთება. ისინი დასავლეთში არავის სჭირდებიან. იქ ათასობით პრობლემაა. დღეს, მაგალითად, აშშ-ში ბაიდენი მხარს დაუჭერს უკრაინას, სომხეთს და ა.შ. ხვალ ხელისუფელბა შეიცვლება და ტრამპი იტყვის: „მისმინეთ, მე თქვენ არ გიცნობთ. მეგობრებო, მე თქვენ პირველად გხედავთ“, – აღნიშნა ლუკაშენკომ.
ამასთან, ბელარუსის პრეზიდენტმა სომხეთს მოუწოდა, არ იჩქაროს და არ დაკარგოს ის, რაც ხელში აქვთ.

„გასვლა მარტივია, შესვლა კი რთული იქნება. მაგალითად ისევ საქართველოს მოვიყვან. აი, გავიდა დსთ-დან და ყველა სტრუქტურიდან. ეს კარგია მისთვის? არა. სასურველია დაბრუნება. დაბრუნება კი ყოველთვის უფრო რთულია. აქ სახის დაკარგვაც და სხვა რამეცაა“, – განაცხადა ლუკაშენკომ.
შემდეგ კი საუბარი განაგრძო კვლავ საქართველოზე, რომელმაც დსთ დატოვა: „გასვლა ადვილია, მაგრამ შესვლა რთული იქნება. მაგალითი ისევ და ისევ საქართველოა. გავიდა ის დსთ-დან და ყველა სტრუქტურიდან. ეს რა მისთვის უკეთესია? არა, სასურველია დაბრუნდეს. მაგრამ დაბრუნება ყოველთვის უფრო რთულია. სახის დაკარგვაცაა და სხვაც“.

სომხურ მხარეს ლუკაშენკამ ურჩია, „არ იჩქარონ და არ გააკეთონ მკვეთრი მოძრაობები“. ამასთან ის მიიჩნევს, რომ თუ სომხეთი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციიდან გავა, ორგანიზაცია “არ ჩამოინგრევა“.

2002 წელს შექმნილი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (ОДКБ) წევრები არიან რუსეთი, ბელარუსი, სომხეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი და ტაჯიკეთი.
22 თებერვალს, საღამოს, ფრანგულ ტელეკომპანია France 24-თან ინტერვიუში ფაშინიანმა თქვა, რომ სომხეთმა ორგანიზაციაში თავისი წევრობა გაყინა, რადგან ამ გაერთიანებამ არ შეასრულა უსაფრთხოების სფეროში სომხეთის მიმართ არსებული ვალდებულებები. შეკითხვას, დატოვებს თუ არა სომხეთი ორგანიზაციას, ნიკოლ ფაშინიანმა უპასუხა, რომ ამას მომავალი აჩვენებს.
კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას, რომელშიც რუსეთი დომინირებს, ერევანი ბრალს სდებს უმოქმედობაში ყარაბაღის გამო სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის დროს.
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, რუსეთმა არაერთი ალტერნატიული კავშირის იდეა წამოაყენა და ყოფილი „მოძმე რესპუბლიკების“ ერთად თავმოყრა არაერთ ფორმატში სცადა. 1991 წელს რუსეთის ინიციატივით შეიქმნა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა (დსთ, СНГ).
საქართველო დსთ-ს წევრი 1993 წელს გახდა. ქვეყანამ ორგანიზაცია 2009 წელს, აგვისტოს ომის შემდეგ დატოვა. 2018 წელს დსთ დატოვა უკრაინამაც. მოლდოვას ამ მიმართულებით მუშაობა აქვს დაწყებული.

მსგავსი პოსტები

Back to top button