მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

უნგრეთის პარლამენტმა შვედეთის NATO-ში გაწევრიანების განაცხადს მხარი დაუჭირა

უნგრეთის პარლამენტმა შვედეთის NATO-ში გაწევრიანების რატიფიცირება მოახდინა.
უნგრეთი ნატო-ს 31 წევრს შორის ბოლო იყო, რომელმაც სკანდინავიური ქვეყნის ალიანსში გაწევრიანების რატიფიცირება მოახდინა.
მანამდე, პარლამენტში სიტყვით გამოვიდა უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი, რომელმაც კანონმდებლებს მოუწოდა, დაემტკიცებინათ შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების კანონპროექტი.

ორბანის თქმით, შვედურ-უნგრული სამხედრო თანამშრომლობა და NATO-ში შვედეთის გაწევრიანება გააძლიერებს უნგრეთის უსაფრთხოებას.

უნგრეთის პარლამენტმა შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების წინადადებას 188 ხმით 6-ის წინააღმდეგ დაუჭირა მხარი.

შვედეთის პრემიერ-მინისტრი, ულფ კრისტერსონი უნგრეთის პარლამენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას მიესალმა.

„დღეს ისტორიული დღეა. შვედეთი მზად არის, რომ ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის თავისი პასუხისმგებლობა აიღოს“, – განაცხადა ულფ კრისტერსონმა.
შეგახსენებთ, პარლამენტში დაგეგმილ კენჭისყრამდე რამდენიმე დღით ადრე, უნგრეთის მთავრობამ განაცხადა, რომ შვედეთთან ავიაგამანადგურებლების შეძენის შესახებ შეთანხმება გააფორმა.

შეგახსენებთ, რომ შვედეთმა 2022 წლის გაზაფხულზე რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ფინეთთან ერთად NATO-ში წევრობის განაცხადი შეეტანა. მანამდე ეს ორივე ქვეყანა პოლიტიკურ ნეიტრალიტეტს ათწლეულობით იცავდა, თუმცა NATO-სთან მჭიდროდ თანამშრომლობდა.

უნგრეთის ამ გადაწყვეტილებით, შვედეთი ალიანსის 32-ე წევრი იქნება.

მსგავსი პოსტები

Back to top button