რეგიონისაქართველოსიახლეები

მაღაზიაში ჩვილს პირბადის გაკეთება მოსთხოვეს

ქუთაისში, ტანსაცმლის მაღაზია “კოტონში” 11 თვის მცირეწლოვნისთვის დედას პირბადის გაკეთება მოსთხოვეს.

“11 თვის ბავშვზე მეუბნებოდნენ პირბადით შემოიყვანეო, მაშინ, როცა უამრავი ინფორმაციაა ინტერნეტში ქართულ და უცხოურ ენაზე, რომ 2 წლამდე ასაკის ბავშვებს პირბადე არ უნდა გავუკეთოთ.” – ამბობს მცირეწლოვნის დედა თეონა სვიანაძე.

ტანსაცმლის მაღაზიაში განმარტავენ, რომ ჩვილს ნადვილად მოსთხოვეს პირაბდე, თუმცა, ეს სავალდებულო იყო.

“ბავშვის მშობლებმა გვითხრეს, რომ 2 წლამდე ასაკის ბავშვისთვის პირბადის გაკეთება არ იყო სავალდებულო, თუმცა, მე მაინც გადავამოწმე ცხელ ხაზზე, – 144 -ზე. რა ვქნათ ჩვენც, ყოველ წუთში იცვლება რეკომენდაციები. ობიექტში თუკი ვინმე ნიღბის გარეშე შემოვა, 30 000 ათასი ლარით დავჯარიმდებით.” – ამბობს “კოტონის” მენეჯერი ბელა ნათბილაძე.

საქართველოს მთავრობის მიერ, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, მოქალაქეებისთვის შექმნილ ცხელ ხაზზე – (144) ქუთაისიპოსტმაც დარეკა, სადაც განაცხადეს, რომ განსაზღვრული არ არის, თუ რა ასაკიდან უნდა ეკეთოს მოქალაქეს პირბადე, თუმცა, აღნიშნავენ, რომ ნიღაბი ყველამ უნდა ატაროს.

მსგავსი პოსტები

Back to top button