მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

მაია რჩეულიშვილმა საპატიმრო დატოვა

სამშენებლო კომპანია “ცენტრ-პოინტის” ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა, მაია რჩეულიშვილმა საპატიმრო დატოვა.

“პირველს ვეტყვი ბოდიშს, რომ ამდენი ხანი დაგვიანდა [კორპუსების მშენებლობა], მეორე რიგში უღრმესი მადლობა მერიას, რომელიც ძალიან გვერდზე დაგვიდა და დიდება უფალს, რომ დამთავრდა… ახლა ინვესტორებს გადაეცა შპს-ები და დარწმუნებული ვარ, მერიის ზედამხედველობის ფარგლებში ყველაფერი დამთავრდება კარგად… დასამთავრებელია 5 დიდი ობიექტი, მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოებიც…” – განაცხადა მაია რჩეულიშვილმა.

მაია რჩეულიშვილი 2016 წელს დააკავეს მას თაღლითობაში ედებოდა ბრალი. მასთან ერთად დაკავებული იყო მისი და რუსუდან კერვალიშვილი, რომელმაც ციხე ამ წლის მარტში დატოვა.

გამოძიება მაია რჩეულიშვილსა და რუსუდან კერვალიშვილს ამხანაგობა თაბუკაშვილი 88-ის კუთვნილი 11 მილიონზე მეტი ლარის მითვისებას ედავებოდა.

ამასთან, მაია რჩეულისშვილს 2019 წელს ე.წ. მიონის ეპიზოდზე სასამართლომ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

მსგავსი პოსტები

Back to top button