მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

მნიშვნელოვანია რეგულაციების დაცვა მკაცრად გაკონტროლდეს-ტიკარაძე

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი საქართველოში ბოლო 24 საათში კიდევ 56-ით გაიზარდა.

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ქვეყანაში ინფიცირების კლება ფიქსირდება, თუმცა მნიშვნელოვანია რეგულაციების აღსრულება მკაცრად გაკონტროლდეს.

“აღინიშნება ინფიცირების კლება, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ რეგულაციების კონტროლი მკაცრად გაკონტროლდეს. ტრანსპორტში კი მგზავრთა გადანაწილება უნდა იყოს ისე როგორც ესაა დადგენილი. მნიშვნელოვანია იმ ჯგუფის აცრა, რომელიც რისკის ქვეშაა. მკაფიოდ ჩანს ის ფაქტი, რომ 60 წელს ზემოთ მოსახლეობა და ასევე ისინი ვისაც აქვს ქრონიკული დაავადებები არიან მაღალი რისკის ქვეშ,”- აცხადებს ტიკარაძე.

გასული დღე-ღამის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსის 2 039 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა კიდევ 56 ადამიანი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ვირუსისგან 2 192 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button