მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ქობულეთში სტიქიისაგან მიყენებულ ზარალს ითვლიან

ქობულეთში სტიქიისაგან მიყენებულ ზარალს ითვლიან. ძლიერმა წვიმის შედეგად კალაპოტიდან გადასულმა მდინარე აჭყვამ ქალაქ ქობულეთში დატბორა ქუჩები, საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები და მაღაზიები.

ძლიერი წვიმით ადიდებულმა მდინარემ სოფელ ხუცუბანში ხიდი წაიღო. მუნიციპალიტეტის 9 სოფელში გააქტიურდა მეწყრული კერები. საფრთხე შეექმნა რამდენიმე ოჯახს.

სტიქიით დაზარალებულები ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვენ.

ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის თქმით, მიმდინარეობს ზარალის აღწერა, დათვლა და დაზარალებულებს შესაძლებლობის ფარგლებში, გაეწევათ დახმარება.

 

მსგავსი პოსტები

Back to top button