მნიშვნელოვანიპოლიტიკასაქართველოსიახლეები

მაიკ პომპეო საქართველოში შეხვედრებს მართავს

მაიკ პომპეო საპატრიარქოში მივიდა. აშშ-ს სახელმწიფო მდივანი პატრიარქ ილია მეორეს ხვდება.

მანამდე პომპეო პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას შეხვდა. ორივე შეხვედრა მედიისთვის დახურული იყო.

საპატრიარქოში ვიზიტის შემდეგ პომპეო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდება, რის შემდეგაც საქართველოს დატოვებს.

პარალელურად ოპოზიცია და აქტივისტები რამდენიმე ლოკაციაზე მდუმარე აქციას მართავენ.

პომპეო საქართველოს გუშინ, 17 ნოემბერს ეწვია.

 

მსგავსი პოსტები

Back to top button