მაიკლ ჯექსონის Thriller-ის ავტორი გარდაიცვალა [Video]

არდაიცვალა ცნობილი სიმღერების ავტორი როდ ტემპერტონი, რომელმაც თავის დროზე მაიკლ ჯექსონის ჰიტი Thriller-ი შექმნა. – იუწყება BBC.
იგი აღნიშნული კომპოზიციის გარდა მუსიკის პოპ-მეფის ცნობილი სიმღერის – Rock With You-ს ავტორიცაა.
66 წლის როდ ტემპერტონი გასულ კვირას ონკოლოგიურ დავადებასთან ბრძოლის შედეგად დაიღუპა.
ტემპერტონის მთავარი თვისება ის იყო, რომ მას გამუდმებით ჩრდილში ყოფნა ერჩივნა. მას ამის გამო არტისტულ წრეებში უჩინარ ადამიანს უწოდებდნენ.
კომპოზიტორმა დიდი აღიარება 70-იან წლებში მოიპოვა, როცა შემდგომში ჰიტად ქცეული რამდენიმე კომპოზიცია შექმნა. მაშინ ტემპერტონმა ცნობილი სიმღერები: Always & Forever და Boogie Nights მუსიკალური კოლექტივისთვის – Heatwave-სთვის დაწერა, რომლის წევრიც თვითონ გახლდათ.