მაილი საირუსის შიშველი აქცია

ამერიკელმა მომღერალმა მაილი საირუსმა, ჟურნალ „Paper“-ისთვის სურათები გადაიღო, სადაც სკანდალური ქალიშვილი მთლად შიშველი პოზირებს.

ჟურნალის ყდაზე, საირუსს ღორი “ბუბა სიუ” ჰყავს ჩახუტებული, დანარჩენ ფოტოებზე კი შიშველი მსახიობი ფერადი მაკიაჟით და ტალახში ამოსვრილი მოგვევლინა.

ასეთი უჩვეულო პერფორმანსით, საირუსმა ცხოველებისადმი უსაზღვრო სიყვარული გამოხატა. ეს განსაკუთრებით მის საყვარელ ღორს ეხება, რომელიც მაილის ერთ-ერთი ძაღლის სიკვდილის შემდეგ, მისი რჩეული გახდა.

მაილი რეი საირუსი პოპულარული ამერიკელი მომღერალი და მსახიობია. ის ფართოდ გახდა ცნობილი Disney Channel-ის სერიალ „ჰანამონტანაში“მონაწილეობით, სადაც მთავარი როლი შეასრულა.

ჟურნალ «Forbes»-მა  2010 წელს, მაილი, მსოფლიოს ყველაზე გავლენიან ცნობილ ფიგურებში, შემოსავალის რაოდენობით, რომელმაც 48 მილიონი დოლარი შეადგინა,  მე-13 ადგილზე დაასახელა.

საირუსმა ჰოლივუდის ყველაზე მაღალანაზღაურებად ქალბატონებში მე-8 ადგილი დაიკავა, ხოლო მდიდარ ქალბატონ მომღერლებში კი –  მე-19.

 

[inpost_fancy thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”9162″ thumb_margin_left=”10″ thumb_margin_bottom=”10″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” id=”” random=”10″ group=”0″ border=”” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery” type=”fancy” sc_id=”sc1434024199589″]

მსგავსი პოსტები

Back to top button