მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

კორონავირუსის 941 ტესტიდან, სამეგრელოში 32 დადასტურდა

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მალხაზ თორიას ინფორმაციით, კორონავირუსზე 941 პირი გამოიკვლიეს, აქედან 32-ს კოვიდ-19 დადასტურდა.

“ზუგდიდში გვაქვს ახალი დადასტურებული შემთხვევა 28, აქედან 17 არის გუშინ დადასტურებული დარაჯის კონტაქტი, 3 თბილისში მგზავრობის მქონე მოქალაქის კონტაქტი, 2 – ზუგდიდის მცხოვრები დედა-შვილი, რომლებიც წალენჯიხაში მცხოვრების კონტაქტები არიან. 2 – ოქროს ბირჟის კლასტერის დადატურებული შემთხვევასთან კონტაქტი, 1 – ბენდელიანის ქუჩის კლასტერის კონტაქტი, 1 – ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსული მოქალაქე, რომელიც საკარანტინე სივრცეში იმყოფებოდა. დანარჩენ 4 შემთხვევაზე ეპიდ კვლევა მიმდინარეობს. 2 შემთხვევა გვაქვს ფოთში, რომელიც უკვე დადასტურებული შემთხვევის კონტაქტებია. მიმდინარეობს ახალი შემთხვევების კონტაქტების გამოკვლევა და ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევა”, – განაცხადა მალხაზ თორიამ.

მისივე ცნობით, რეგიონში მცხოვრებ ინფიცირებულთა რაოდენობა 162 მოქალაქეს შეადგენს. რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს 66 კოვიდ პაციენტი გადის, აქედან 5-ის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. ფოთის ჰოსპიტალში 26 კოვიდპაციენტი მკურნალობს.

რეგიონის მასშტაბით, სულ საკარანტინო სივრცში 145 ადამიანი იმყოფება.

მსგავსი პოსტები

Back to top button