მალაიზიაში კიმ ჩენ ინის ძმა მოკლეს [Photo/Video]

მალაიზიის პოლიციამ განაცხადა, რომ კუალა-ლუმპურის აეროპორტში ჩრდილოეთ კორეის ლიდერის ნახევარძმა – კიმ ჩონ ნამი გარდაიცვალა.

მალაიზიის ხელისუფლება კიმ ჩონის სიკვდილის მიზეზს არ ასახელებს, თუმცა ადგილობრივი მასმედიის ინფორმაციით, იგი თავდასხმის შედეგად გარდაიცვალა.
კუალა-ლუმპურის პოლციის ერთ-ერთი განყოფილების უფროსმა განაცხდა, რომ ჩრდილოეთ კორეის მოქალაქე აეროპორტში შეუძლოდ გახდა, მაგრამ ჰოსპიტალში გადაყვანამდე გზაში გარდაიცვალა.
სამხრეთ კორეის ტელეარხ Chosun-ის მონაცემებით, 45 წლის მამაკაცი კუალა-ლუმპურის აეროპორტში მოწამლული ნემსებით მოკლეს. კიმ ჩონს 2 ქალი თავს დაესხა, შემდეგ კი დანაშაულის ადგილიდან მიიმალა.
კიმ ჩონ ნამი უკანასკნელ წლებში ჩრდილოეთ კორეაში არ ცხოვრობდა, ვინაიდან ქვეყანაში სერიოზული რეფორმების ჩატარების მომხრე იყო და სამხრეთ კორეა მას ჩრდილოეთ კორეის სამართალმემკვიდრედ განიხილავდა. იგი დროის დიდ ნაწილს ჩინურ მაკაოში ატარებდა.
კიმ ჩონ ნამი კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის ლიდერის უფროსი ძმა იყო. მათ მამას, ჩრდილოეთ კორეის ყოფილ მმართველს, კიმ ჩენ ირს უფროსი ვაჟი ადგილობრივი მსახიობი ქალისგან არარეგისტრირებული ქორწინების შედეგად გაუჩნდა.

 

[print_gllr id=53548]

 

 

მსგავსი პოსტები

Back to top button