დუბაიში სამგზავრო დრონები რეგულარულად იფრენს [Photo/Video]

დუბაის ხელისუფლება მიმდინარე წლის ზაფხულიდან EHANG 184-ის დრონებით მგზავრების რეგულარულ გადაყვანას გეგმავს, – გვაცნობებს Associated Press.

ჩიმური კომპანია EHANG-ის მიერ შემუშავებული დრონების ფრენა 4G ქსელის მიერ მიწიდან გაკონტროლდება.
სააგენტოს ინფორმაციით, დრონს ბორტზე ერთი ჩემოდნისა და 100 კგ. წონის მგზავრის აყვანა შეუძლია.
მგზავრი აფრენის წინ უპილოტო საფრენი აპარატის კაბინაში დამონტაჟებულ სენსორულ ეკრანზე საჭირო კოორდინატებს მიუთითებს და ავტომატურ რეჟიმში დანიშნულების ადგილისკენ გაემგზავრება, ხოლო საფრენი მონაცემები სადისპეტჩერო ცენტრს გადაეცემა.
EHANG 184-ის ფრენის მაქსიმალური სიშორე 50 კილომეტრს შეადგენს, ხოლო ავტონომიურ რეჟიმში მუშაობის დრო ნახევარი საათით შემოიფარგლება.
დრონის ფრენის მაქსიმალური სიჩქარე 160 კმ/სთ-ს შეადგენს, მაგრამ დუბაიში ექსპლუატაციის დროს იგი მხოლოდ 100 კმ/სთ-ს განავითარებს.

[print_gllr id=53541]

 

მსგავსი პოსტები

Back to top button