მსოფლიოსიახლეები

მალის სოფელში შეიარაღებულმა პირებმა 37 ადამიანი მოკლეს

ცენტრალურ მალიში მდებარე ერთ-ერთ სოფელში ტრადიციულ მონადირეებად წოდებულმა შეიარაღებულმა კაცებმა, სულ ცოტა, 37 ადამიანი მოკლეს. ამის შესახებ მალის ოფიციალური პირები იუწყებიან. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

კოულოგონის სოფელში შეიარაღებულმა პირებმა ბევრი სახლი გადაწვეს. ხელისუფლებას მომხდარზე გამოძიება უკვე დაწყებული აქვს.

გასულ წელს დოგონის მონადირეებსა და ადგილობრივი ეთნიკური ჯგუფის ფულას წარმომადგენლებს შორის შეტაკებას ასობით ადამიანი ემსხვერპლა. მათ შორის დაპირისპირების მიზეზი ხშირად მიწა და წყალია.

მსგავსი პოსტები

Back to top button