მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

მალხაზ მაჩალიკაშვილი არჩევნებში მონაწილეობას განიხილავს

პანკისის სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობას განიხილავს. “ნეტგაზეთთან” საუბრისას ის აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ აქვს, თუმცა ყველა შემთხვევაში სურს, “ქართული ოცნება” მმართველობას ჩამოშორდეს.

“სიმართლე გითხრათ, გადაწყვეტილი არ მაქვს, მაგრამ ხელისუფლებამ მიმიყვანა იქამდე, რომ მეფიქრა ამის თაობაზე. როგორც ასეთი, ყველა ჩემი ნაბიჯი, ყველა ჩემი განცხადება იქით არის მიმართული, რომ რამენაირად, ყველა ძალის გამოყენებით, დღევანდელი ხელისუფლება, რასაც ჰქვია “ქართული ოცნება”, გავუყენოთ გზას. ეს არის ჩემი პოზიცია, [მიუხედავად იმისა] მოვალ მთავრობაში თუ არა.” – აღნიშნავს ის.

მალხაზ მაჩალიკაშვილის თქმით, მისი მთავარი მიზანი კვლავ საგამოძიებო კომისიის შექმნაა პარლამენტში, რომელიც თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე იმუშავებს. აღნიშნული ინიციატივა 2019 წლის მაისში პარლამენტმა ჩააგდო:

“სიმართლე გითხრათ, არ მინდა, ასე მოხდეს, რომ მოვიდე პოლიტიკაში, შევიდე პარლამენტში ან რაღაც. ყველა ჩემი ნაბიჯი არის გადადგმული იმისკენ, რომ შეიქმნას პარლამენტში საგამოძიებო კომისია. ვიფიქრე, რომ პარლამენტში რომ მოვხვდე, იქნებ მეტი შესაძლებლობა მქონდეს ამის. ეს არის ჩემი გეგმა”.

მისივე განცხადებით, ჯერ არც ის აქვს გადაწყვეტილი, არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღებს მონაწილეობას თუ რომელიმე პოლიტიკურ ძალასთან ერთად, თუმცა აღნიშნავს, რომ “ყველა მხრიდან იყო ამ თემებზე საუბარი”.

“ვიცი, როგორ მიჭერს მხარს ყველა, დღესაც არიან ჩემს გვერდით და ფიქრობენ იმას, რასაც მე ვფიქრობ.” – ამბობს მალხაზ მაჩალიკაშვილი.

მსგავსი პოსტები

Back to top button