მნიშვნელოვანირეგიონი

მალტის სამასწლოვან თეატრში, თელაველი მსახიობები სპექტაკლს გამართავენ

მალტის სამასწლოვან თეატრში, თელაველი მსახიობები სპექტაკლს გამართავენ.
თელავის დრამატული თეატრის სპექტაკლი, ევროპის უძველეს თეატრში ,,Teatru Manoel, დღეს ჩატარდება.

თეატრის დასი, ავთო ავარსიმაშვილის სპექტაკლს, ” როცა ძალიან მოგენატრები” ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის, “EuroArt2022”- ის ფარგლებში ითამაშებს.
მალტის უძველესი თეატრი 1731 წელს მალტის რაინდთა ორდენმა “გრანდ მასტერმა” დაარსა და თავდაპირველად,

სხვადასხვა პერსონაჟების როლებს თვითონ რაინდები ასრულებდნენ.
საერთაშორისო ფესტივალზე, თელაველი მსახიობები 28 ივნისს გაემგზავრნენ.
EuroArt2022″-ის პროგრამა, ფესტივალში ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასული ხელოვნების სფეროს წარმომადგენლების მონაწილეობას, კინოს, თეატრის, ფოლკლორისა და კლასიკური მუსიკის ნუშევრების წარდგენას ითვალისწინებს.

ფესტივალი, 29 ივნისს, ქართველი მხატვრის, მირიან შველიძის ნამუშევრებითა და ქართველი რეჟისორის, ელდარ შენგელაიას მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმით ” ჩიტები” გაიხსნა.

ამავე ფესტივალის ფარგლებში ნაჩვენები იქნება თეატრის ქართველ რეჟისორ, რობერტ სტურუაზე გადაღებული დოკუმენტური ფილმი ” რობიკო სტურუა.”
EuroArt2022″ 5 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button