მამა დანიელი-სტეფანეს განცხადებებს და დებულებებს ჩვენ არ ვღებულობთ
ჭყონდიდის მიტროპოლიტის, მეუფე სტეფანეს მიერ გამოცემული ახალი განკარგულების თანახმად, მეუფემ წაჩხურუსა და ბალდის მონასტრებში ჭყონდიდის ეპარქიის ეკონომისტი, დეკანოზი ტარიელ რუხაძე დაინიშნა, მონასტრების ეკონომიკური და ადმინისტრაციული საკითხების დროებით განმკარგველად.
მეუფის მიერ გამოცემულ განკარგულებას ეხმაურებიან ეკლესიიდან განკვეთილი სასულიერო პირები.
სალხინოს მამათა მონასტრის ყოფილი წინამძღვარის,მამა დანიელის განცხადებით, ის მეუფის განცხადებებს არ ცნობს და მეუფე არაკანონიერად არის დანიშნული.
“არანაირი სტეფანეს განცხადებებს და დებულებებს ჩვენ არ ვღებულობთ, ფარატინა ქაღალდად მიმაჩნია, ის არაკანონიერია, არაკანონიერად არის დანიშნული, არ ვცნობთ მას როგორც ეპისკოპოსს, ველოდებით სინოდის განჩინებას, სარჩელი დაწერილი გვაქვს და არ ყოფილა პასუხი, გადაიდო სინოდი, ეგეც არ არის გარკვეული, რატომ გადაიდო და დროზე, ვითხოვთ, დროზე მოხდეს სხდომა და ჩენი საკითხი გაიყანონ დაგვიბარონ და საშუალება მოგვცენ სიმართე ვილაპარაკოთ.
დეკანოზი ტარიელი მოქმედი მღვდელია, მოვიდეს მადლობა ღმერთს, ვინც უნდა ის მოვიდეს, ჩვენ ამომწურავ პასუხს მივცემთ, იმედია სტეფანეზე მეტს გაიგებს, მან იცის ჩვენი მოღვაწეობა და ნაცნობია ჩემთვის. ვერ შევურიგდები იმიტომ რომ ბინძური კაცია. ამის გამო არის რომ არ ვემორჩილებით, მას აქვს ერიოზული დარღვევები, არ დავტოვებთ სალხინოს სამონასტრო კომპლექსს”- აცხადებს მამა დანიელი.
შეგახსენებთ, მეუფე სტეფანემ რამდენიმე სასულიერო პირი ჭყონდიდის ეპარქიიდან განკვეთა და საერო ცხოვრებაში დაბრუნება ურჩია.