მამაკაცი, რომელმაც ცოლს ყურები დააჭრა, სტუმრად მყოფი პირი კი მოკლა, დაკავებულია

თეთრიწყაროს რაიონის სოფელ ხაიშში მომხდარ მკვლელობასა და ოჯახურ დანაშაულში ბრალდებული მამაკაცი სამართალდამცველებმა უკვე დააკავეს.

ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში აცხადებენ..
საქმე ეხება 10 ივლისს მომხდარ ფაქტს, რა დროსაც ქმარმა ცოლს ყურები მოაჭრა, ხოლო მამაკაცი, რომელიც ფაქტს შეესწრო, მოკლა.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 117-ე მუხლებით მიმდინარეობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button