მამუკა ახვლედიანი თავმჯდომარეობიდან გაათავისუფლეს

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მამუკა ახვლედიანი თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეობიდან გადააყენა.

გადაწყვეტილებას საბჭოს ყველა წევრმა დაუჭირა მხარი, ვახტანგ მჭედილიშვილის გარდა.

ამ საკითხს დილიდან განიხილავდა იუსტიციის უმაღლესი საბჭო. განხილვა საბჭოს ერთ-ერთი წევრის ანგარიშს მოყვა, რომელშიც საუბარი იყო მამუკა ახვლედიანის მიერ მიღებულ ისეთ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც არ შედიოდა მის კომპეტენციაში.

ამ კითხვებზე პასუხის მისაღებად ახვლედიანი ჯერ სხდომაზე მიიწვიეს, უარის შემდეგ კითხვები ელექტრონული ფოსტით გაუგზავნეს. ცოტა ხნის წინ კი თანამდებობიდან გაათავისუფელს.

მსგავსი პოსტები

Back to top button