მნიშვნელოვანიპოლიტიკასაქართველოსიახლეები

მამუკა ხაზარაძე კობა გვენეტაძეს გადადგომისკენ მოუწოდებს

ფრაქცია „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე ეროვნული ბანკის პრეზიდენტს კობა გვენეტაძეს გადადგომისკენ მოუწოდებს. მან ეს განცხადება პარლამენტში 2020 წლის ანგარიშის წარდგენის დროს გააკეთა.

მამუკა ხაზარაძემ, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე, სადაც ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ყოველწლიურ ანგარიშს წარადგენს, განაცხადა, რომ ასეთი ანაზღაურების მენეჯერს ვერცერთი და არცერთი კერძო ბიზნესი არ დაიქირავებს იმ შედეგების მიხედვით, რომელსაც გვენეტაძე ლარის კურსისა და ინფლაციის ნაწილში დებს.

„ეროვნული ბანკის კანონის შესაბამისად, ძალიან მკაფიოდ არის გამოკვეთილი, თუ რაზეა პასუხისმგებელი ეროვნული ბანკი, მისი პრეზიდენტი და მთლიანად საბჭო. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება არის ფულადი საკრედიტო მონიტორინგი და ასევე ინფლაციის დონე. ჩვენ, როცა ვსაუბრობთ შედეგებზე, აუცილებლად უნდა შევაფასოთ ეროვნული ბანკის მუშაობა, შეფასდეს დადებითად ან უარყოფითად, ან მადლობა გადავუხადოთ და ვუთხრათ, რომ ასე გააგრძელოს მუშაობა, ან პირიქით, საყვედური უნდა გამოვუცხადოთ და ა.შ. ამიტომ, მოდით, შევთანხმდეთ შეფასების კრიტერიუმზე, როგორ უნდა შეფასდეს ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული მენეჯერი ქვეყანაში, რომელსაც ვუხდით ფულს და რომელიც თანამშრომლებს ამ კრიზისულ პერიოდში 5 მილიონ პრემიებს უწერს.
გავმეორდები, რომ კარგად გაიგოს მოსახლეობამ, ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული მენეჯერი იწერს პრემიას იმ შედეგების შემდეგ, რომელსაც ახლა მოგახსენებთ“ – ამბობს ხაზარაძე.

მან ასევე გვენეტაძისთვის კითხვის დასმის დროს სამი საკითხი გამოყო:
პირველი, ლარის კურსი – რომელიც მისი პრეზიდენტობის დროს 40%-ზე მეტად გაუფასურუდა;
მეორე, ინფლაციის დონე, რომელიც “გაგექცათ და ვერ აკონტროლებენ ვერანაირ სამომხმარებლო ფასებს” და მესამე, ქვეყანაში არანაირი პერსპექტივა არ არსებობს, რომ საერთაშორისო ბიზნესმა ან თუნდაც ჩვენმა მოქალაქეებმა მიიღონ მონაწილეობა სხვადასხვა კომპანიების მფლობელობაში.

მამუკა ხაზარაძის თქმით, კანონის შესაბამისად მკაფიოდაა გამოკვეთილი თუ რაზეა სებ-ი და მისი პრეზიდენტი პასუხისმგებელი და ეროვნული ბანკის მუშაობა უნდა შეფასდეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button