მსოფლიოსაქართველოსიახლეები

საერთაშორისო ჟურნალისტი მელორ სტურუა გარდაიცვალა

აშშ-ში, ლეგენდარული საბჭოთა და რუსი საერთაშორისო ჟურნალისტი, პოლიტიკური დამკვირვებელი მელორ სტურუა, 94 წლის ასაკში, გარდაიცვალა. ამის შესახებ RBC- ს რუსეთის ჟურნალისტთა კავშირის ხელმძღვანელმა ვლადიმერ სოლოვიევმა განუცხადა.

მელორ სტურუა საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს მეთაურის, გეორგი სტურუას ვაჟი იყო. მრავალი წლის განმავლობაში მუშაობდა ლონდონში და ვაშინგტონში. მან ჟურნალისტური მოღვაწეობა „იზვესტიაში” დაიწყო. მას ინტერვიუ  აღებული აქვს აშშ-ს პრეზიდენტ დუაით ეიზენჰაუერთან.

სსრკ დაშლის შემდეგ, სტურუა იყო ამერიკის რიგი უნივერსიტეტების მკვლევარი, მუშაობდა “მოსკოვსკი კომსომოლეცის” პოლიტიკურ მიმომხილველად.

მსგავსი პოსტები

Back to top button