მამუკა ხაზარაძის ინიციატივა ოპოზიციას
პარტია „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა ხაზარაძე ინიციატივით გამოდის და ოპოზიურ პარტიებს სთავაზობს შექმნან დიდი კოალიცია და წარადგინონ ჩრდილოვანი კაბინეტი. მისი აზრით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მომავალ მთავრობაში ძალოვანი მინისტრები არ უნდა წარადგინოს.
ამის შესახებ ხაზარაძე საკუთარ ფეისბუქ გვერდზე აქვეყნებს პოსტს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
„ქვეყანაში შექმნილი მძიმე ვითარებიდან გამომდინარე საჭიროა, უკვე დღეს, ოპოზიციურმა ძალებმა გადადგან ქმედითი ნაბიჯები დიდი კოალიციის შესაქმნელად. უკვე დღეს საჭიროა დაიწყოს კონსულტაციები ჩრდილოვანი კოალიციური მთავრობის ფორმირებაზე და პრემიერობის კანდიდატზე. დღესვეა საჭირო შეთანხმება, რომ ნაციონალური მოძრაობის მხრიდან ძალოვანი მინისტრები არ იქნებიან წარდგენილები მომავალ მთავრობაში, ისინი უნდა იყვნენ პროფესიონალები სამოქალაქო საზოგადოებიდან, თუ ოპოზიცია ამას შეძლებს, მაშინ არსებული ოცნების ხელისუფლება შეიცვლება და ქვეყანა დაადგება სწრაფი რეფორმების და ევროინტეგრაციის შეუქცევად გზას“